ინტელის პროექტი



პროექტის პორთფოლიო


ინტელის ძირითადი კურსის რეფლექსია

  პირველი  დღე ( 31.08.2015)

        2015 წლის 31 აგვისტოს დაიწყო ინტელის ძირითდი კურსის ტრენინგი,რომლის
მიზანს წარმოადგენს შევისწავლოთ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული
სასწავლო პროექტები.
       ტრენინგის პირველ დღეს ტრეინერმა ა. ცნობილაძემ გაგვაცნო ტრენინგის მიზნები
და ამოცანები.
       შემდეგ შევქმენით პორთფელიო, რომელშიც განვათავსეთ საქაღალდეები და
ქვესაქაღალდეები.
       გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს. შევინახეთ ქვესაქაღალდეში-სასწავლო პროექტის გეგმა.
      აქტივობა.2. სასწავლო ღონისძიების ეფექტურად დაგეგმვა
        სასწავლო ღონისძიების ეფექტურად დაგეგმვისათვის აუცილებელია პროექტის
გონივრული მონახაზის შედგენა და გააზრებული დაგეგმვა.
    ნაბ.1. კვლევის მიმოხილვა
    ნაბ.2. სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესის განხილვა
    ნაბ.3. გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკას - შევინახეთ კურსის რესურსებში.
     აქტივობა. 3. პროექტის მოთხოვნების გაცნობა
    ნაბ.1.  პროექტზე დაფუძნებული მიდგომების განხილვა. გავეცანით პროექტის
მახასიათებლების ჩეკლისტს, რომელშიც მითითებული იყო, რომ პროექტზე მუშაობისას
მოსწავლეებს უნდა განუვითაროთ 21-ე საუკუნისათვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევები.
    ნაბ.2. სასწავლო პროექტების პორთფელიოს გაცნობა
გავეცანით სხვადასხვა სასწავლო პროექტებს შესაბამის ვებ-გვერდზე.
მეცადინეობა დასრულდა დღის შეჯამებით.



მეორე დღე (02.09)

 თემა: პუბლიკაციის მომზადება პროექტით სწავლების თემაზე
      ამ დღეს განვიხილეთ როგორ შევქმნათ რესურსები,რომლებიც დაინტერესებულ ადამიანებს 9 (კოლეგებს,მშობლებს,ადმინისტრაციას) აუხსნის კლასში პროექტის განხორციელების მიზნებს. განვიხილეთ გამოცემების ნიმუშები,ბუკლეტებისა და გაზეთების შაბლონები.
ტრენერმა დაწვრილებით აგვიხსნა როგორ ვისარგებლოთ მოცემული შაბლონებით და შევქმნათ ჩვენი პროექტის თემაზე მორგებული ბუკლეტი ან გაზეთი.მე პირადად ავირჩიე ბუკლეტი. ტრენინგზე დავიწყე  ბუკლეტზე მუშაობა. 
ბუკლეტის შექმნა ჩემთვის ახალი და საინტერესო იყო , მაგრამ სამუშაოს დასრულება ბოლომდე
ვერ შევძელი.

მესამე დღე (04. 09)

თემა:სასწავლო პროექტის დაგეგვა

      პროექტის თემა და მიზნები ეფუძნება სასწავლო გეგმის სტანდარტებსა და 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევებს.
     გავეცანით განახლებული სასწავლო გეგმის სტანდარტებს საგნების მიხედვით, ასევე გავეცანით 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევებს. ასევე განვიხილეთ ბლუმის განახლებული ტაქსონომია.
მოძიებული მასალები შევინახეთ ჩვენი პორთფოლიოს შესაბამის საქაღალდეებში

შემდეგ შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაო .პროექტის ჩემს მიერ არჩეულ თემას შევუსაბამე საგნობრივი სტანდარტის შესაბამისი შედეგები და ინდიკატორები.
ასევე განვსაზღვრე პროექტის მიზნები და ამოცანები.ეს ყველაფერი შევიტანე პროექტის შაბლონში.
ყველა ჩვენგანისთვის ახალი თემა იყო პროექტის საკვანძო, თემატური და შინაარსობრივი კითხვები,  განვიხილეთ თემატური მასალა,შემდეგ  კითხვების ნიმუშები
ჩემი პროექტისათვის შევარჩიე ერთი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვა ,ორი თემატური და სამი შინაარსობრივი .ეს კითხვებიც პროექტის გეგმის შაბლონში შევიტანე.

მეოთხე დღე (07.09)

თემა: შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა 
            პრეზენტაციის მომზადება ჩვენს პროექტზე


       განვიხილეთ შეფასების სახეები, როგორ შევქმნათ დროში გაწერილი შეფასების გეგმა
გავეცანით შეფასების სტრატეგიების 5 კატეგორიას. განვიხილეთ პროექტის დროში გაწერილი შეფასების გეგმის ნიმუშები და ჩემი პროექტის გეგმის შეფასება გავწერე დროში.
პროექტის პრეზენტაციის შაბლონის მიხედვით ვიმუშავეთ საკუთარი პროექტის პრეზენტაციის წყობაზე.



მეხუთე დღე  (09.09)
თემა: კავშირები
როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლა–სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად

       ტრენინგი  დაიწყო წინა დღის რეფლექსიით.
       განვიხილეთ რას წარმოადგენს VEB2 ტექნოლოგია,მისი მოქმედების პრინციპი.
      გავეცანით :  ინტერნეტ საკომუნიკაციო საშუალებებს, შევისწავლეთ ონლაინ სერვისების გამოყენება, რომელიც დამეხმარება მოსწავლეებთან პროექტზე მუშაობისათვის. საზოგადოებრივი აზრის კვლევისთვის კითხვარის მომზადება და გაგზავნა , გამოქვეყნება.


მეექვსე დღე (11.09)


         ვიმუშავეთ ბლოგის დიზაინზე.შევარჩიეთ სასურველი შაბლონი, გავაკეთეთ
 სარჩევი და შევქმენით სასურველი რაოდენობის გვერდები.
ძალიან საინტერესო იყო ბლოგის მთავარ გვერდზე სურათებისა და სხვადასხვა  გაჯეტების ჩასმა :
 ჩავსვით განათლების სამინისტროს ლოგო.
       ვისწავლეთ ბლოგის გაფორმება.
ტრენინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე გავაფორმე ჩემი ბლოგი

მეშვიდე დღე( 14/09).
თემა: მოდული 3–კავშირები
ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ,ვიმუშავეთ ჩვენი მასალების ატვირთვასა და ბლოგის გაფორმებაზე.საინტერესო იყო ვიდეო მასალის ბმულის სახით მიბმა ვორდის დოკუმენტებზე, ასევე ბმულის სახით შეგვიძლია მივაბათ ფოტო მასალა,ცხრილები .
         განვიხილეთ პრეზენტაციის სლაიდში როგორ შეიძლება ვიდეო მასალის ჩაშენება.
გავეცანით სპეციალიზებულ ვებ გვერდებს, განსაკუთრებით გამოსაყენებელია საგანმანათლებლო ვებ–გვერდები .მნიშვნელოვანია რომ ვისწავლოთ და მოსწავლეებს ვასწავლოთ ინტერნეტრესურსების შეფასება. რამდენად სანდო და ფაქტობრივად სწორია ,ამისათვის უნდა გამოვიყენოთ შეფასების რუბრიკები

 მეერვე  დღე ( 16/09) 
.
           კიდევ გადავხედეთ პროექტის გეგმის შაბლონს ,პრეზენტაციისა და ბუკლეტის ნიმუშებს,
შემდეგ   გადავედით თეორიულ ნაწილზე განვიხილეთ მოდულები 4–5/
განვიხილეთ როგორ ივსება პროექტზე მუშაობაში გამოყენებული ლიტერატურის სია, აქ შედის
 როგორც ნაბეჭდი მასალა ,სხვადასხვა სახელმძღვანელოები,ასევე ინტერნეტში მოძიებული მასა
ლა ,სურათების ,ვიდეოების ჩამონათვალი,მათი მისამართები და კონკრეტულად რა მასალა
 მოვიძიეთ.ვისწავლეთ მასალის დაარქივება,როცა დიდი მოცულობის მასალა გვინდა
 გადავაგზავნოთ. განვიხილეთ მოსწავლეთა პროექტების პორთფოლიები, პროექტის შეფასების
 მეთოდები შევადგინეთ საკუთარი პროექტის შეფასების რუბრიკები. ასევე  გუგლის კიდევ
 ერთი სერვისი ჩატი და მისი გამოყენება კომუნიკაციისათვის.
დავალება მოგვეცა დავასრულოთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.

 მეეცხრე დღე (21/09)
        ეს დღე იყო ტრენინგის დამამთავრებელი დღე . წარმოვადგინეთ ჩვენი ნამუშევ
რები პროექტის პორთფოლიო ,დავალება მოგვეცა პორტფოლიოს ჩეკ–ლისტის მიხე
ვით მასალები მოგვეწესრიგებინა და ჩაგველაგებინა საჭირო საქაღალდეებში, შემდეგ აგ
ვეტვირთა ჩვენ ბლოგზე. 
        ტრენინგი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.  ვისწავლე,როგორ დავამზადო ბუკლეტი .
  ასეთი ბროშურების დამზადების პრაქტიკაში აუცილებლად გამოვიყენებ ,პროექტის
 გეგმას ვადგენდი მსგავსად ნასწავლისა ,მაგრამ არ ვითვალისწინებდი მაგალითად
 მიმართულების მიმცემ თუ საკვანძო კითხვებს ,შეფასების დროის ჩარჩო და ამ შეფა-
სების ინსტრუმენტებიც სიახლე იყო ჩემთვის ,  დამჭირდება და  გამოვიყენებ იმ
 თეორიულ და პრაქტიკულ მასალას, რომელიც ტრეინერმა მოგვაწოდა ტრენინგის
 განმავლობაში.'
.



>პროექტის პრეზენტაცია




 





Комментариев нет:

Отправить комментарий